“კორონავირუსი თბილისში დაბრუნდა... – რისი დაკეტვები იწყება ორშაბათიდან?”


wonashidakleba

თბი­ლი­სის ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, 10-მდე გა­ი­ზარ­და იმ პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­თა და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო უც­ნო­ბია.
რო­გორც ეზუგ­ბა­ი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ბოლო 24 სა­ათ­ში 14 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, სა­ი­და­ნაც 2 სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია, 5 – სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცი­დან, 1 არის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი, 5-ის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო კი უც­ნო­ბია. რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფოს, ეზუგ­ბა­ი­ას თქმით, კვლავ 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ, რომ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.
“დაგ­ვე­მა­ტა 14 ახა­ლი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლე­ბის რი­ცხვი 5-ით გა­ი­ზარ­და. ამ ეტაპ­ზე კო­ვი­დცენ­ტრებ­ში 136 პა­ცი­ენ­ტი მკურ­ნა­ლობს. 14 ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან 2 არის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, 5 არის სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცი­დან, შე­მო­ტა­ნი­ლი, ანუ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, 1 არის სატ­ვირ­თო მან­ქა­ნის მძღო­ლი, რო­მელ­საც კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვას­თან და 5 არის და­უდ­გე­ნე­ლი წყა­რო, რო­მელ­ზეც კვლე­ვა გრძელ­დე­ბა.

ჯამ­ში 10 ადა­მი­ა­ნის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო არ ვი­ცით, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა რო­მე­ლი­მეს წყა­რო დად­გე­ნი­ლი იყოს, ჩემ­თვის უც­ნო­ბია, ჯერ­ჯე­რო­ბით.
ჩვენ­თან 2 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტია, 2 გა­მო­ჯან­მრთელ­და და და­ტო­ვა კლი­ნი­კა და კვლავ 38 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა წევს. ჩვე­ნი სპექტრი სიმ­ძი­მის მი­ხედ­ვით არ შეც­ვლი­ლა, კვლავ მხო­ლოდ 2 მძი­მე პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რო­მელ­თა და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ ხდე­ბა, სტა­ბი­ლუ­რია უკვე სი­ტუ­ა­ცია და რამ­დე­ნი­მე დღე­ში შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ მათი პროგ­ნო­ზი აღარ იქ­ნე­ბა სა­ყუ­რა­დღე­ბო და კე­თილ­სა­ი­მე­დო იქ­ნე­ბა”, – გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან რამდენიმე დიდი ობიექტი დაიკეტოს…ჯერ ჯერობით უცნობია თუ ობიექტებზეა საუბარი…

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0