”რკინის გრძელი ჯოხი ავიღე და ბიჭებს მოვუქნია, შემდეგ ერთი დავიჭირეთ და ყველანი ვურტყავდით” – დაკავებულმა ძიუდოისტმა და რაგბისტმა ახლახანს ყველაფერი აღიარეს


wonashidakleba

გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი ერთ-ერთი მო­რაგ­ბე, კლუბ “ას­კა­ნე­ლის” მწრთვნე­ლი ნიკა ჟვა­ნია ჩვე­ნე­ბა­ში 18 ივ­ნი­სის ღა­მის დე­ტა­ლებს ყვე­ბა. ჟვა­ნი­ას თქმით, მას დახ­მა­რე­ბის­თვის არას­რულ­წლო­ვან­მა მი­მარ­თა, რო­მე­ლიც წვე­უ­ლე­ბა­ზე სცე­მეს. ჩვე­ნე­ბის ნა­წილს “მთა­ვა­რი არხი” ავ­რცე­ლებს:

“ნ.ც-მ და მის­მა თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­მა მე გან­მი­ცხა­დეს, რომ თა­ნაკ­ლა­სე­ლი გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ მათ­თვის უცხო ბი­ჭებ­თან, რომ­ლის დრო­საც ისი­ნი სცე­მეს და აცხა­დებ­დნენ, რომ ისევ უნდა წა­სუ­ლიყ­ვნენ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად. მათ ეტყო­ბო­დათ, რომ იყ­ვნენ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ამას­თა­ნა­ვე, უკვე იყო გვი­ა­ნი ღამე, ჩემი მო­წო­დე­ბის პა­სუ­ხად, ნ.ც-მ გან­მი­ცხა­და, რომ ჩხუ­ბის ად­გი­ლას დარ­ჩე­ნი­ლი იყ­ვნენ მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი და ასე­ვე ჩემი მე­გო­ბა­რი გ.მ და კი­დევ ერთი მათი თა­ნაკ­ლა­სე­ლი.

…ჩვენ წა­ვე­დით მცხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამ დროს მან­ქა­ნა­ში უკან მჯდომ­თა­გან, ერთ-ერთს, და­უ­კავ­შირ­და გ.მ და აც­ნო­ბა, რომ მათი მცე­მე­ლი ბი­ჭე­ბი ფე­ხით მო­დი­ოდ­ნენ ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ტრა­სის პი­რას თბი­ლი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. გ.მ-ს გან­მარ­ტე­ბით, მათ წინ მი­მა­ვა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი აყე­ნებ­დნენ სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფას, რის გა­მოც მათ ეში­ნო­დათ, რომ ისევ ეცე­მათ და გვთხო­ვეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვით მათ­თან…

ვრცლად ნახვა

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0