” აიკრძალება თუ არა 23 წლამდე ასაკის პირებისთვის ავტომობილის დამოუკიდებლად მართვა…


wonashidakleba

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გუგული მაღრაძის განცხადებით, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას ხელი კანონმა აკრძალვებით უნდა შეუწყოოს.
მაღარძე ფიქრობს, რომ ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის ასაკი კანონით უნდა განისაზღვროს. პოლიტიკოსის აზრით, აკრძალვას საფუძვლად ავარიების სტატისტიკა უნდა დაედოს და იმ შემთხვევაში, თუ ავტოსაგზაო შემთხვევბის უმრავლესობა 19-დან 23 წლამდე ასაკის მძღოლებზე მოდის, 23 წლამდე პირს უფროსის გარეშე ავტომობილის დამოუკიდებლად მართვის უფლება უნდა შეეზღუდოს.
„ავარიას ხშრად ახდენს ადამიანი რომელსაც ავტომობილი თავად არ შეუძენია და მამამ უყიდა. ამიტომ ვთქვი, რომ სანამ ადამიანი ფეხზე არ დადგება და თვითონ არ შეეძლება იყოდოს ავტომობილი, შესაძლოა, 23 წლამდეც იყოს მართვის უფლების შეზღუდვა, ან შეეძლოს მართვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვერდით უზის უფროსი. ვთვლი, რომ შესაძლოა კანონში ჩვადოთ ასეთი რამ: 18 წლის ასაკიდან მართვის მოწმობის აღების უფლება ჰქონდეს, მაგრამ თუ კი გვერდით უფროსი არ უზის, დამოუკიდებლად ავტომობილის ტარების უფლება შეეზღუდოს. სტატისტიკა უნდა ვნახოთ და თუკი გამოჩნდება, რომ ავარიები მოდის, მაგალითად, 19 წლიდან 23 წლამდე ასაკის პირებზე, მაშინ მაგაზეც უნდა ვიფიქროთ. თუ უფროსი უზის ხოლმე კი ბატონო ატაროს, მაგრამ თუ არადა შესაძლოა ვთქვათ რომ 23 წლამდე პირს დამოუკიდებლად არ ჰქონდეს ავტომობილის ტარების უფლება”, – განაცხადა გუგული მაღრაძემ PIA.GE-სთან საუბრისას.

რეზონანსი

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0