შაქარაშვილის საქმის ახალი სკანდალი - ნახეთ თუ რატომ ამბობს ადვოკატი მორაგბეების დაცვაზე უარს...


wonashidakleba

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს ის ადვოკატები, ვინც დღემდე იცავედნენ აღარ დაიცავენ, – ამის შესახებ უფლებადამცველებმა „მედიაცენტრ მთავართან” განაცხადეს.
დაცვაზე უარის თქმის მიზეზს ადვოკატები მოგვიანებით განმარტავენ, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი სპორტსმენებს აღარ დაიცავენ.
ალექსანდრე კობაიძე, ვასილ მამულაშვილი და ბექა ნესმიწვერიძე, მორაგბებებს საქმის დასაწყისიდანვე იცავდნენ. რამდენიმე დღის წინ, კობაიძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ წინასწარი პატიმრობის შეფარდებით ახლაგაზრდა სპორტსმენებს კარიერა დაენგრათ. ამ განცხადებას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით”.

წყარო

Related News

Add comment

The author will be very pleased to hear feedback about your news.

reload, if the code cannot be seen

Comments 0